სიახლეები
საქართველოს უნივერსიტეტი სტუდენტებს უპრეცენდენტო შესაძლებლობას აძლევს და მათ სტუდენტურ საბჭოში გაწევრიანებას სთავაზობს. აღნიშნული საბჭო სტუდენტებს აძლევს შანსს, პირდაპირ ჩაერთონ უნივერსიტეტის გადაწყვეტილების მიღებაში. უშუალოდ ჩაერთონ სტუდენტებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტის პროცესში.
საბჭო, 10 არამუდმივი წევრისგან იქნება დაკომპლექტებული და სტუდენტურ საქმეთა ცენტრს, სტუდენტების სახელით, რჩევებს გაუზიარებს და სხვადასხვა ინიციატივებს გააცნობს. ასევე, დიდი ყურადღება დაეთმობა სემესტრის სამოქმედო გეგმაზე მუშაობასაც.
წევრები როტაციის პრინციპით შეირჩევიან და სემესტრულად განახლდებიან.
საბჭოს წევრობისთვის აუცილებელია აკმაყოფილებდეთ შემდეგ კრიტერიუმებს:
სასურველია ინგლისური ენის გამართული ცოდნა.
საბჭოს წევრობის მსურველებმა სტუდენტურ საქმეთა ცენტრს უნდა წარმოუდგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
გთხოვთ აღნიშნული დოკუმენტაცია 17 მარტამდე გადმოაგზავნოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: sac@ug.edu.ge
საქართველოს უნივერსიტეტი ცდილობს საინტერესო ინიციატივები იყოს დაკმაყოფილებული და სტუდენტური ცხოვრება იყოს საუკეთესო.