სიახლეები
საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლა გთავაზობთ მონაწილეობის მიღებას სტუდენტურ კონფერენციაში, რომელიც გაიმართება 2021 წლის 18 თებერვალს.
კონფერენცია დაყოფილია სამ პანელად და მოიცავს სისხლის, საჯარო და კერძო სამართლის აქტუალურ საკითხებს, რომლებიც შეიცავენ სამართლებრივ სიახლეს და აქვთ მაღალი სამართლებრივი ღირებულება.
სტუდენტურ კონფერენციაში მონაწილეობის უფლება აქვთ სამართლის სკოლის ბაკალავრ სტუდენტებს.
გამოცხადებული თემატიკა:
საჯარო სამართლის მიმართულებით:
1. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად საქართველოს პარლამენტის უფლებამოსილების ცნობა და ლეგიტიმაციის საკითხი;
2. საქართველოს პარლამენტის მიერ მიმოსვლის თავისუფლების შეზღუდვის უფლებამოსილების დელეგირება.
კერძო სამართლის მიმართულებით:
1. დერივაციული სარჩელი სასამართლო პრაქტიკაში;
2. საწარმოს დირექტორის გათავისუფლების სამართლებრივი საფუძვლები ქართულ სასამართლო პრაქტიკაში;
3. „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონპროექტის ანალიზი. ამ სათაურის ქვეშ შესაძლებელია დამუშავდეს კონკრეტული საკითხი პროექტიდან, მაგ. შეზუღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების მომწესრიგებელი ნორმების ანალიზი, პერსონალურ საზოგადოებათა მომწესრიგებელი ნორმების ანალიზი, დირექტორის ვალდებულებები და ა.შ.).
სისხლის სამართლის მიმართულებით:
საერთაშორისო და ევროპული სამართლის გავლენები ქართულ სისხლის სამართალზე (მაგ.: სტამბულის კონვენციის გავლენა ქართულ სისხლის სამართალზე; ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გავლენა ქართულ სისხლის სამართალზე; რომის სტატუსის მნიშვნელობა ქართული სისხლის სამართლისთვის და ა.შ.).
გამოგზავნილი ნაშრომებიდან თითოეულ მიმართულებაზე შეირჩევა 3 ნაშრომი, რომელთა ავტორები 18 თებერვალს წარმოადგენენ მათ პრეზენტაციას დისტანციურად, LIVE რეჟიმში საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ფეისბუქ-გვერდზე, სადაც ყველა მსურველს შეეძლება დასწრება და დისკუსიაში ჩართვა. კონფერენციის დასასრულს, ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი და თითოეულ მიმართულებაზე შეირჩევა საუკეთესო მომხსენებული, რომელიც დაჯილდოვდება სპეციალური პრიზებით.
ნაშრომის შესრულებისას დაცული უნდა იყოს აკადემიური წერის სტანდარტები:
1. შრიფტის ზომა - 11;
2. ფონტი - Sylfaen;
3. დაშორება ველებს შორის - 1.5;
4. გვერდების რაოდენობა - მაქსიმუმ 20 გვერდი;
5. ციტირება OSCOLA-ს ფორმატში (დეტალურად შეგიძლიათ იხილოთ:https://www.ug.edu.ge/.../Septem.../fxERIdEeGB8Hgp6aMYLK.pdf).
დაინტერესებულმა სტუდენტებმა ნაშრომები უნდა გამოაგზავნონ შემდეგ მეილზე: ugls@ug.edu.ge
ნაშრომების გამოგზავნის ბოლო ვადა: 29 იანვარი.