სიახლეები
ცნობილი გახდა, რომ ქვეყანაში სწავლა 1 აპრილამდე გადაიდო.
აქედან გამომდინარე, 16 მარტიდან საქართველოს უნივერსიტეტი იწყებს დისტანციურ სწავლებას ყველა სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურის სტუდენტისათვის.
ტექნიკური დეტალების შესახებ ინსტრუქცია უახლოეს მომავალში იქნება ხელმისაწვდომი.
საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისათვის დისტანციური სწავლა დაიწყება 1 აპრილს, თუ სწავლის გადადება 1 აპრილის შემდეგაც გახდება აუცილებელი.
საქართველოს უნივერსიტეტი ყველაზე დიდი კერძო უნივერსიტეტია. სტუდენტებისა და ლექციების დიდი რაოდენობიდან გამომდინარე, უნივერსიტეტი საგანგებო რეჟიმში მუშაობს, რათა უკლებლივ ყველა ლექცია უკვე 1 აპრილისთვის ხელმისაწვდომი იყოს, დისტანციურად - ყოველი შემთხვევისთვის.
აღსანიშნავია, რომ სტუდენტებს სემესტრი არ გაუცდებათ.
საქართველოს უნივერსიტეტი გისურვებთ ჯანმრთელობას.