სიახლეები
მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სკოლის სტუდენტებმა : ნიკა არსენაშვილმა, ამარ აფიფმა და მარიამ მწარიაშვილმა წარმატებით ჩააბარეს Microsoft-ის სასერტიფიკატო გამოცდა და გახდნენ “MS Excel 2016” “MS Powerpoint 2013” „MS powerpoint 2016“-ის სპეციალისტები.
ასევე, აღსანიშნავია, რომ მარიამ მწარიაშვილმა მიიღო საქართველოს მასშტაბით ყველაზე მაღალი ქულა MS Excel 2016-ში და საქართველოს სახელით გაემგზავრება მსოფლიო ჩემპიონატზე ნიუ ორკში, ამერიკის შეერთებულ შტატებში.
საქართველოს უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სკოლა სრულად აფინანსებს მარიამის ვიზიტს ამერიკაში.