სიახლეები
21 დეკემბერს, საქართველოს უნივერსიტეტის დასაქმების ხელშეწყობის ცენტრის მოწვევით, საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის Tech Job Fair გაიმართა, რომელშიც საქართველოში მოქმედი წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს საშუალება ჰქონდათ, გაცნობოდნენ ტექნოლოგიური მიმართულებით არსებულ შრომით ბაზარს და მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია ვაკანსიებისა და სტაჟირებების შესახებ პოტენციური დამსაქმებლებისაგან.