ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

სიახლეები

SHARE ON


6 November 2025

2025 წლის ფუნდამენტური ფიზიკის დარგში გარღვევის პრემია

 

2025 წლის ფუნდამენტური ფიზიკის დარგში გარღვევის პრემია, რომელსაც მედია ხშირად „მეცნიერების ოსკარად“ მოიხსენიებს, ბირთვული კვლევების ევროპული ცენტრის (CERN) კოლაბორაციებს მიენიჭა, რომლებიც მონაწილეობდნენ სამყაროს სტრუქტურისა და წარმოშობის შესახებ ყველაზე მნიშვნელოვან აღმოჩენებში. პრესტიჟული პრემიის მფლობელთა შორისაა საქართველოს უნივერსიტეტის ფიზიკოსი და  „იდეალაბის“  ხელმძღვანელი, ნუგზარ მოსულიშვილი და საქართველოს უნივერსიტეტის მკვლევარი,  ფიზიკოსი ალექსი ღონღაძე, რომლებიც „ატლასის“  საერთაშორისო ექსპერიმენტის კოლაბორაციის წევრები არიან. 

გარღვევის პრემია 3 მილიონი დოლარის ოდენობის ფონდით, სამეცნიერო სფეროში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი აღიარებაა. 2025 წლის ჯილდოდან 1 მილიონი დოლარი გადაეცა „ატლას“ ექსპერიმენტს, რომლის მონაწილე მეცნიერთა ერთობლივი გადაწყვეტილებით, თანხა სრულად გადაირიცხა სტუდენტებისა და დოქტორანტებისთვის განკუთვნილ საქველმოქმედო ფონდში - ცერნში კვლევითი პროექტების განსახორციელებლად.

პრიზი გაიცა ჰიგსის ნაწილაკის აღმოჩენისა და მისი თვისებების დეტალური გაზომვებისთვის, ასევე ახალი ურთიერთქმედი ნაწილაკების აღმოჩენისა და მატერია-ანტიმატერიის ასიმეტრიის შესწავლისთვის, რაც სამყაროს სტრუქტურის გააზრებაში ისტორიულ წვლილად მიიჩნევა.

 






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი