სიახლეები
2018 წლის 6-7 სექტემბერს გაიმართა ევრაზიის რიგით მე-8 მულტიდისციპლინური ფორუმი, EMF-2018, რომლის პლენარულ სხდომაზე მოხსენებით სამთავრობო პროგრამა 2018 – 2020 „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ და ქვეყნის ინოვაციური განვითარების გამოწვევებთან დაკავშირებული ზოგიერთი ასპექტი [Government Program 2018 - 2020 "Freedom, Rapid Development, Welfare" and some Aspects Related to the Innovative Development Challenges of the Country] წარსდგა კონფერენციის სამეცნიერო კომიტეტის წევრი, საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი ჭილაძე.
გ.ჭილაძის ნაშრომი გამოქვეყნდება ევროპაში უმსხვილეს ინტერდისციპლინურ სამეცნიერო ჟურნალში - ევროპის სამეცნიერო ჟურნალში.