ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

სიახლეები

SHARE ON


13 March 2026

სტატია - "ქრისტე როგორც მზე-ღმერთი და წელიწადის დრონი შუასაუკუნეების ქართულ სულიერებაში"

 

საქართველოს უნივერსიტეტის, თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერ/თანამშრომელის, მარიამ გველესიანის სტატია გამოქვეყნდა ჟურნალ „Iconographica - Studies in the History of Images“ ში. სათაურით: "ქრისტე როგორც მზე-ღმერთი და წელიწადის დრონი შუასაუკუნეების ქართულ სულიერებაში" გამომცემლობა: SISMEL - Edizioni del Galluzzo, ფლორენცია, იტალია.

აღსანიშნავია, რომ ჟურნალი Iconographica ინდექსირებულია ავტორიტეტულ საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებში და წარმოაჩენს მსოფლიო მასშტაბით გამოქვეყნებულ ნარკვევებს. 

• SCOPUS

• Web of Science (ESCI)

• ERIH PLUS

• UGC CARE

სტატიის შინაარსი ეძღვნება, მზე-ქრისტესა და წელიწადის დროთა მეტად იშვიათ გამოსახულებას, რომლის იკონოგრაფიული სქემა შემორჩენილია აკურას ეკლესიის IX საუკუნის საფასადო მოხატულობის სახით. ქრისტეს, როგორც  სულიერი მზის, წარმოდგენა სათავეს იღებს ძველი აღთქმის სოლარული მეტაფორებიდან და წმინდა ლუკას სახარებიდან, თუმცა მათ უფრო ადრეულ საწყისებს ძველი ახლო აღმოსავლეთის რელიგიებში ედება სათავე.

მოძღვრება ქრისტეზე, როგორც სულიერ მზეზე (Christus Oriens, Anatolė, Sol Justitiae, და სხვ.) აისახა IX-XI საუკუნეების როგორც ბიზანტიურ, ასევე ქართულ ჰიმნოგრაფიასა და ტექსტურ წყაროებში. ჰელიოსის ფიგურის ჩანაცვლება ქრისტეთი ზოდიაქოს რადიალურ სქემაში, რომლის ოთხ კუთხეში წელიწადის დროთა სიმბოლური ფიგურები თავსდება, წარმოგვიდგენს ადრე ქრისტიანულ იდეას ქრისტე-ჰელიოსის, მზე-ქრისტეს შესახებ, რომელიც ფიზიკური და სულიერი სინათლის წყაროა, ხოლო მუდმივ მბრუნავი წელიწადის დრონი - ქრისტიანთა მარადიული სიცოცხლის სიმბოლო.

სტატიის ელექტრონული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: (PDF) Christ as the Sun-God and the Seasons in Medieval Georgian Spirituality

 






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი