სიახლეები
4ივნისს, საქართველოში ავსტრიის ელჩი, ბატონი თომას მიულმანი საქართველოს უნივერსიტეტში სტუდენტებს შეხვდა. აღნიშნული შეხვედრა „საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბის“ ორგანიზებით გაიმართა.
ბატონმა ელჩმა საქართველო-ავსტრიის ორმხრივ ურთიერთობებზე ისაუბრა, ხოლო შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. თომას მიულმანმა სტუდენტებთან ერთად ისეთ აქტუალურ საკითხებზე ისაუბრა, როგორებიცაა: ავსტრიის, როგორც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს გამოცდილება და გამოწვევები, გარდა ამისა, საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხი და ქვეყნის ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერის გზები.