ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

სიახლეები


SHARE ON


2 July 2025
ფოლიო 2025 - დაჯილდოების ცერემონია

 

1 ივლისს, საქართველოს უნივერსიტეტმა ლიტერატურული კონკურსი,  "ფოლიო 2025" - ის დაჯილდოებას უმასპინძლა. კონკურსს ცხრა წლიანი ისტორია აქვს და საქართველოს მასშტაბით, ახალგაზრდებში, მოსწავლეებსა და სტუდენტებში, ლიტერატურული წერის უნარების გაძლიერებას, წახალისებას ემსახურება. წლევანდელი საკონკურსო თემის ირგვლივ, რომელიც საქართველოს უნივერსიტეტის კამპანიას, "დემოკრატიული, ინოვაციური, მრავალფეროვანი, ძლიერი, ევროპული საქართველოს უნივერსიტეტი",  ეხმიანებოდა, ასობით ნამუშევარი შემოვიდა, რომელთა შორის, გამოვლინდა სამი გამარჯვებული და ერთი, უნივერსიტეტის რჩეული. 

დაჯილდოების ცერემონიაზე, ჟიურის მთავარმა წევრმა, არჩილ ქიქოძემ პირადად გადასცა ავტორებს კუთვნილი საჩუქრები და მოწვეულ სტუმრებს საკუთარი შთაბეჭდილებები გაუზიარა, მიღებული ნაშრომების ირგვლივ.

 

ფოლიო 2025 - ის გამარჯვებულთა სია ასე გამოიყურება: 

  • 1. ადგილი - ნინო ხოფერია, ნაშრომი სათაურით "თალიას თეატრი", ქ. ფოთის ივანე ჯავახიშვილის სახელობის #3 საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასელი.
  • 2. ადგილი- ია შანთაძე, ნაშრომი სათაურით " პერანგები ", თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ამერიკისმცოდნეობის პროგრამის სტუდენტი. 
  • 3. ადგილი - ანი მჭედლიშვილი, ნაშრომი სათაურით "პირველი, ვინც იმას დასცინა" თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტი.

სამი საპრიზო ადგილის გარდა, საქართველოს უნივერსიტეტმა საკუთარი რჩეული გამოავლინა, რომელიც მარიამ შიუკაშვილი გახდა, ნაშრომი სათაურით "კაფე, პატარა რევოლუცია" იგი საქართველოს უნივერსიტეტის, ინგლისური ფილოლოგიის პროგრამის პირველი კურსის სტუდენტია. 

დაჯილდოების ფარგლებში, ყველა მონაწილეს უნივერსიტეტისგან სიმბოლური საჩუქრები და კონკურსში მონაწილეობის სერტიფიკატები გადაეცათ. 






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი