სიახლეები
საქართველოს უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დირექტორის- ნათია კალაძის და ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის- ლელი ბიბილაშვილის თანაავტორობით, EUPRERA-ს პროექტის ფარგლებში, გამოიცა ნაშრომი: “Women in Public Relations: a Literature Review”. ნაშრომი წარსდგა ინგლისში საერთაშორისო კონფერენციაზე - "International History of Public Relations Conference", სადაც მონაწილეობა მიიღეს ევროპის წამყვანმა პიარ სპეციალისტებმა და პროფესორებმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა სკოლა აქტიურად არის ჩართული EUPRERA-ს (European Public Relations Education and Research Association) პროექტში - „ქალები საზოგადოებასთან ურთიერთობაში“. პროექტი მიზნად ისახავს ქალების როლის განსაზღვრას საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში.
ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს უნივერსიტეტი EUPRERA-ს აქტიური წევრია და სტუდენტებს თუ აკადემიურ პერსონალს საშუალებას აძლევს ჩაერთონ საერთაშორისო პროექტებში, ჰქონდეთ წვდომა უახლეს სამეცნიერო ლიტერატურასთან და ისარგებლონ გაცვლითი პროგრამებით.
იხილეთ ნაშრომი ბმულზე: Women in PR