სიახლეები
საქართველოს უნივერსიტეტის ინფორმატიკის დეპარტამენტსა და Buzz Tech-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
თანამშრომლობის ფარგლებში, სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ სტაჟირება გაიარონ Buzz Tech-ში, მიიღონ რეალური სამუშაო გამოცდილება და განავითარონ საკუთარი პროფესიული უნარები.
Buzz Tech გამოირჩევა მრავალწლიანი გამოცდილებითა და ინოვაციური მიდგომებით. კომპანია აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა ინდუსტრიის წამყვან ორგანიზაციებთან და გამოირჩევა, როგორც მაღალი პროფესიონალიზმით, ასევე ხარისხიანი მომსახურებით.