საქართველოს უნივერსიტეტის ბიზნესის და ადმინისტრაციული მეცნიერებების სკოლის, საჯარო ადმინისტრირების დეპარტამენტი საერთაშორისო შემფასებლეთა საზოგადოებას შეუერთდა „Outcome Mapping Learning Community“, რომელიც გლობალურ დონეზე წამყვან როლს თამაშობს შეფასების (Evaluation) მიდგომების ჩამოყალიბებაში. საჯარო მმართველობის დეპარტამენტის პროგრამის წევრი და Solution Alternatives International (SAI)-ის თანადამფუძნებელი, დეა ცარციძე, იმ მცირერიცხოვან შემფასებელთა შორისაა, რომლებმაც Outcome Mapping Learning Community (OMLC) Learning Lab 2025-ის ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად კანადის მთავრობის International Development Research Centre (IDRC)-სა და Humanity United-ის ფინანსური მხარდაჭერა მოიპოვეს.
ქალბატონმა დეამ, კონფერენციის დასკვნით დღეს წარადგინა პრეზენტაცია, რომელიც საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში განხორციელებული კომპლექსური პროგრამის შეფასებას ეფუძნება. აღნიშნული შეფასება ჩატარდა მეთოდების - Outcome Harvesting-ისა და Contribution Analysis-ის კომბინირებული მიდგომით, რაც დღეს შემფასებელთა შორის „ბრიკოლაჟის“ (bricolage) სახელით მკვიდრდება. ეს გამოცდილება პირდაპირ ეხმიანება სფეროში მიმდინარე აქტიურ განხილვებს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა პასუხობდეს შეფასების არსებული მეთოდოლოგიები თანამედროვე გამოწვევებს და რა სახის ცვლილებებია საჭირო უკეთესი შედეგის მისაღწევად.
"მნიშვნელოვანია, რომ საჯარო ადმინისტრირების პროგრამა მსგავსი სახის საერთაშორისო დისკუსიების აქტიური მონაწილეა და გვეძლევა შესაძლებლობა, წვლილი შევიტანოთ შეფასების მიდგომების განვითარების ახალი ეტაპის ფორმირებაში. ეს პროცესი ზუსტად გამოხატავს ჩვენს მისწრაფებას - ვიყოთ ლიდერები და მომავალ თაობას გზა გავუხსნათ იმ საერთაშორისო დისკუსიებისკენ, რომლებიც მტკიცებულებებზე დაფუძნებულ პოლიტიკასა და მართვის სტანდარტებს განსაზღვრავს." დეა ცარციძე