სიახლეები
28 თებერვალს, საქართველოს უნივერსიტეტისა და „სასკოლო კლუბების ასოციაციის“ პარტნიორობით, პროექტის „თებერვლის გაკვეთილები 1921-2025“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო პროექტის პრეზენტაცია, გამოიფინა მოსწავლეების მიერ შექმნილი თემატური პოსტერები, აგრეთვე, გაიმართა პანელური დისკუსია ოკუპაციის თემაზე, რომელსაც უძღვებოდნენ ისტორიკოსი ირაკლი ხვადაგიანი, პოეტი და პროზაიკოსი გიორგი კეკელიძე, „ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ დამფუძნებელი და პრეზიდენტი პაატა შეშელიძე, საქართველოს უნივერსიტეტის ლექტორი ნოდარ ჩინჩალაძე და ამავე უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი გიორგი ბახტურიძე.
ღონისძიებაზე ის მოსწავლეები და მასწავლებლები დაჯილდოვდნენ, რომლებიც ჩართული იყვნენ საქართველოს ოკუპაციის თემაზე გამართულ დისკუსიებში, გამოფენებში, კონფერენციებსა და გასვლით გაკვეთილებში. პროექტში მონაწილეობდნენ N75, N26, N142 საჯარო სკოლები და კერძო სკოლა „ერუდიტი“.