სიახლეები
საქართველოს უნივერსიტეტის ინოვაციების ცენტრის- “UG Startup Factory-ის“ პრე-აქსელერაციის პროგრამაში 114 დარეგისტრირებული აპლიკანტიდან 60 სტარტაპერი შეირჩა.
მონაწილეები ერთ თვიან მომზადების კურსს გაივლიან, სადაც ისინი ინოვატორული უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას შეეცდებიან და ინვესტორების წინაშე საკუთარ ბიზნეს იდეას წარადგენენ.
კურსის დასრულების შემდეგ შეირჩევა 10 საუკეთესო გუნდი, რომლებიც შემდგომ ორ თვიანი აქსელერაციის პროგრამაში ჩაერთვებიან.