სიახლეები
საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ქართული, გერმანული და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტმა კიოლნის უნივერსიტეტის მორიგი გრანტი მოიპოვა, რომლის ფარგლებშიც ექსკლუზიურად საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტებისთვის კიოლნში ჩატარდება ერთკვირიანი სწავლება სისხლის სამართალში. მას გაუძღვებიან გერმანელი პროფესორები და საქართველოს უნივერსიტეტის სისხლის სამართლის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბაჩანა ჯიშკარიანი. კონკურსის საფუძველზე შერჩეული იქნება 10-მდე სტუდენტი.
პროექტი უპრეცენდენტოა, რადგან გრანტის ფარგლებში საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტებს უკვე მეოთხედ ეძლევათ საშუალება გაეცნონ წამყვან გერმანულ უნივერსიტეტს თავისი პროფესურით.
პროექტის დიდი მხარდამჭერია ჩვენი უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, კიოლნის უნივერსიტეტის პროფესორი, მარტინ ვასმერი.