ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

სიახლეები

SHARE ON


24 November 2026

კერაძო სკოლა "მოძღვარის" ვიზიტი საქართველოს უნივერსიტეტში

 

20 ნოემბერს, საქართველოს უნივერსიტეტში, პროფესიული ორიენტაციის ტურის ფარგლებში, კერძო სკოლა "მოძღვარის" მეთერთმეტე და მეთორმეტე კლასელები იმყოფებოდნენ. შეხვედრის ფარგლებში, სკოლის მოსწავლეებს უნივერსიტეტისგან ორგანიზებული ორი ვორქშოფი ჩაუტარდათ: 

  • დაიცავი შენი ონლაინ სამყარო - ტრენერი, ცოტნე ბერიშვილი
  •  ხელოვნური ინტელექტი: კოდი, რომელიც ფიქრობს - ტრენერი, დავით ბიტმალკიშევი 

მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ პირადად ემუშავათ ტექნიკურ დეტალებზე და მრავალმხრივი ინფორმაცია მიეღოთ, როგორც კონკრეტული, ვორქშოფის თემების ირგვლივ, ასევე სასწავლო პროგრამების შესახებ. პროფესიული ორიენტაციის ტურის ფარგლებში, მე-11 და მე -12 კლასელები დეტალურად გაეცნენ უნივერსიტეტის პროგრამებს, შეთავაზებებს, გაცვლით პროგრამებს და უნივერსიტეტში სასწავლო პროცესის დეტალებს, პრაქტიკული მოდულების არსებობის შესაძლებლობებს. 

აღსანიშნავია, რომ ვიზიტი საქართველოს უნივერსიტეტისა და კერძო სკოლა "მოძღვარის" თანამშრომლობით დაიგეგმა, რაც თავის მხრივ მოიცავს სიახლეების გაზიარებასა და შეთავაზებებს, საქართველოს უნივერსიტეტის პროექტების ფარგლებში, მაგალითად როგორიცაა UG NEXT. 

 

 






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი