2 February 2022
ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლას საერთაშორისო გერმანული აკრედიტაცია ASIIN მიენიჭა
საქართვეელოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლის დიპლომამდელი მედიკოსის ერთსაფეხურიან ინგლისურენოვან პროგრამას მიენიჭა პრესტიჟული საერთაშორისო გერმანული აკრედიტაცია და მიიღო სერთიფიკატები ASIIN (The Accreditation Agency for Study Programmes of Engineering, Information Science, Natural Sciences and Mathematics ) - ის მიერ:
- საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლის დიპლომამდელი მედიკოსის ერთსაფეხურიანი ინგლისურენოვანი პროგრამის AMSE / ASIIN – ის აკრედიტაციის სერტიფიკატი
- ASIIN – ის აკრედიტაციის სერტიფიკატი UG მედიცინის პროგრამის ევროპული კვალიფიკაციის ჩარჩოს მე-7 დონესთან შესაბამისობის თაობაზე (EQF LLL).
საერთაშორისო გერმანული აკრედიტაცია გულისხმობს, რომ მედიცინის მოდიფიცირებული პროგრამა აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს:
- სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME - World Federation for Medical Education) -ის საბაზისო სამედიცინო განათლების სტანდარტებს 2015 (BME – Basic Medical Education WFME Global Standards for Quality Improvement 2015)
- ევროპული სტანდარტებსა და გაიდლაინებს 2015 (ESG - Standards and Guidelines for Quality Assurance in the European Higher Education Area )
- ASIIN - ის ზოგად კრიტერიუმებს 2014
- მედიცინის ტექნიკური კომიტეტის (მე-14) საგან - სპეციფიურ კრიტერიუმებს 2019 (Subject-Specific Criteria of Technical Committee 14 – Medicine).
- ევროპის სამედიცინო სკოლების ასოციაციისა (AMSE - Association of Medical Schools in Europe) და ASIIN -ის ერთობლივი აკრედიტაციის სტანდარტებს 2019.