სიახლეები
2021 წლის 18 ნოემბერს, საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლამ წარმატებით გაიარა საერთაშორისო საზედამხედველო აუდიტი ხარისხის მენეჯმენტის სისტემის სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისობაზე ISO 9001:2015.
საქართველოს უნივერსიტეტი პირველი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც ითვლება ISO 9001:2015 სტანდარტის მფლობელად სამართლის სფეროში საგანმანათლებლო მომსახურების განხორციელების, დაგეგმვის და უზრუნველყოფის მხრივ.
მენეჯმენტის სისტემა უნივერსიტეტს აძლევს უპირატესობას საერთაშორისო და ადგილობრივ დონეზე, უზრუნველყოფს მისი, როგორც ლიდერის იმიჯის მოპოვებასა და დამკვიდრებაში წამყვან საერთაშორისო პარტნიორებთან ხანგრძლივი და სტაბილური თანამშრომლობისათვის.