სიახლეები
საქართველოს უნივერსიტეტის ლიტერატურულმა კლუბმა სტუდენტურ საქმეთ ცენტრთან ერთად კიდევ ერთ ძალიან შემოქმედებით ტრადიციას ჩაუყარა საფუძველი. 2021 წლის 2 ივნისს კლუბმა ლიტერატურული სალონი გახსნა და საინტერესო ღონისძიებასაც გაუწია ორგანიზება.
თავისუფალ აუდიტორიაში, რომელიც მთლიანად სტუდენტებით იყო დაკომპლექტებული, ახალგაზრდებმა საკუთარი პროზაული ნაშრომები და პოეზია გაუზიარეს ერთმანეთს. ღონისძიების ფარგლებში, ლაშა ბუღაძის პიესაზე "პრეზიდენტი და დაცვის ბიჭ" დაიდგა მინისპექტაკლი.
კლუბი და სტუდენტურ საქმეთა ცენტრი აპირებენ არტ-სალონის იდეას პერმანენტული სახე მისცენ.