სიახლეები
31 მაისს, საქართველოს უნივერსიტეტმა რიგით მეოთხე ოლიმპიადაში „კიბერ კუბში“მიიღო მონაწილეობა.
საქართველოს უნივერსიტეტმა და გუნდმა „Hacknet-მა“ ოლიმპიადაზე პირველი და მეორე ადგილი იდენტური ქულებით გაინაწილეს.
საქართველოს უნივერსიტეტმა გამარჯვებულებს 1 წლიანი უფასო სწავლის ვაუჩერი გადასცა.
გარდა ამისა, საქართველოს უნივერსიტეტმა ოლიმპიადის ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე მუსიკალური მოწყობილებით დააჯილდოვა. ასევე, 1 წლიანი უფასო სწავლება გადაეცათ სკოლის მოსწავლეებით დაკომპელქტებულ ყველაზე მაღალი ქულების მქონე გუნდს.
ეროვნული კიბერ ოლიმპიადა მონაცემთა გაცვლის სააგენტოს მიერ ორგანიზებული ღონისძიებაა, რომლის მიზანი სტუდენტებში და აბიტურიენტებში კიბერუსაფრთხოების კუთხით ცნობიერების ამაღლებაა.