ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

სიახლეები


SHARE ON


17 January 2025
საქართველოს უნივერსიტეტმა ინიციატივა „გაემიჯნეს“ ფარგლებში საჯარო სასახურებიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებულები დაასაქმა

 

საქართველოს უნივერსიტეტში, ინიციატივა „გაემიჯნეს“ ფარგლებში საჯარო სამსახურებიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებულ პირებთან გაიმართა შეხვედრა. საქართველოს უნივერსიტეტმა მათ უნივერსიტეტში დასაქმების შესაძლებლობა მისცა, ამასთან თითოეულ მათგანს შეუნარჩუნდა ხელფასის ის ოდენობა რაც მანამდე საჯარო სამსახურებში ჰქონდათ.

 

საქართველოს უნივერსიტეტში ახლადდასაქმებული თანამშრომლები იკავებდნენ თანამდებობებს შემდეგ საჯარო სამსახურებში: იუსტიციის სახლი, თბილისის მერია, ქ. ფოთის საკრებულო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და შინაგან საქმეთა სამინისტრო.

 

საქართველოს უნივერსიტეტმა, ინიციატივა "გაემიჯნეს" ფარგლებში, ჯერ კიდევ ერთი თვის წინ გამოყო 200 000 ლარიანი ფონდი, რის ფარგლებშიც უნივერსიტეტმა საჯარო სამსახურებიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებულ პირებს შესთავაზა შრომითი ანაზღაურება, უნივერსიტეტის აკადემიურ და ადმინისტრაციულ სამუშაო სივრცეში.






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი