სიახლეები
საქართველოს უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა სკოლის საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამა გაეროს მოდელირების საერთაშორისო კონფერენციის (GIMUN) ოფიციალური პარტნიორი გახდა, რომელიც საქართველოში პირველად ტარდება.
კონფერენცია საქართველოს უნივერსიტეტში 30 ნოემბრიდან - 2 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება.
კონფერენცია განკუთვნილია 12-დან 21 წლამდე ახალგაზრდებისთვის და იმართება გაეროს მოდელირების საერთაშორისო ასოციაციის ოფიციალური მხარდაჭერით და ეძღვნება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 2030 წლის მდგრადი განვითარების მიზნებს, რომელიც გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო მშვიდობის, თანასწორობისა და კეთილდღეობის მისაღწევად.