სიახლეები
24 თებერვალს, საქართველოს უნივერსიტეტმა , ქ.გორში, პროფესიული განვითარების ცენტრ- “UG-PriEd”-თან ერთად მათემატიკის პედაგოგთა კონფერენცია გამართა.
კონფერენციაზე საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორმა- ბ-ნ ირაკლი ნოსელიძემ მონაწილეებს ახალი მათემატიკის გრიფირებული სახელმძღვანელო წარუდგინა. UG-PriEd-ის ექსპერტმა- ქ-ნ ნანა სვანიძემ და მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სკოლის ასოცირებულმა პროფესორმა- ქ-ნ ქეთევან კუთხაშვილმა მასწავლებლებს სწავლების თანამედროვე მეთოდები გააცნეს და იმ მიდგომებზე ისაუბრეს, რომელიც მათემატიკის სწავლებას სკოლის საბაზო საფეხურზე ხელს შეუწყობს.