სიახლეები
28 იანვარს, საქართველოს უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სკოლამ უმასპინძლა საჯარო ლექციას თემაზე- „Cardano Blockchain Tbilisi”.
ღონისძიების ფარგლებში განხილული იყო კარდანოს ბლოკჩეინ პლატფორმაზე სტარტაპების განვითარების პოტენციალი და სმარტ კონტრაქტების უპირატესობები ფინანსური ინსტრუმენტების განვითარების პროცესში.
ღონისძიებაზე მოწვეული იყვნენ მეცნიერების დოქტორები ედსკო დე ვრიესი, ასევე Caradanos/IOHK-ის ბიზნეს განვითარების ხელმძღვანელი დენიელ ფრიდმანი.
შეგახსენებთ,რომ კარდანოს განვითარების გუნდი შედგება ექსპერტ ინჟინერებისა და მეცნიერ-მკვლევარებისგან, რომლებიც კრიპტოგრაფიასა და კომპიუტერული ტექნოლოგიების სფეროში საქმიანობენ.
კარდანო მესამე თაობის კრიპტოვალუტაა, ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი ფინანსური ინსტრუმენტების პლატფორმა, რომელიც იყენებს ბლოკჩეინის კონსესუსისათვის მაინინგს.