საქართველოს უნივერსიტეტმა აშშ-ის საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა მრჩეველს, ჰარვი სერნოვიცს (Harvey W. Sernovitz) უმასპინძლა, რომელიც ვიზიტის ფარგლებში უნივერსიტეტის რექტორს, კონსტანტინე თოფურიას შეხვდა.
შეხვედრაზე ბატონი სერნოვიცი გაეცნო საქართველოს უნივერსიტეტში მიმდინარე სამეცნიერო და აკადემიურ სიახლეებს. საუბარი შეეხო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო და კვლევითი საქმიანობის განვითარებასა და ამ პროცესში საერთაშორისო აკადემიური კავშირების მნიშვნელობას.
გარდა ამისა, მხარეებმა განიხილეს საქართველოს უნივერსიტეტის აშშ-ის უნივერსიტეტებთან არსებული თანამშრომლობა და მისი გაღრმავების პერსპექტივები. ყურადღება დაეთმო სამომავლო პარტნიორობის შესაძლებლობებისა და თანამშრომლობის ახალი მიმართულებების ძიებას.
საქართველოს უნივერსიტეტისთვის აშშ-თან თანამშრომლობა ცოდნისა და გამოცდილების გაცვლის, განსხვავებული პერსპექტივების გაცნობისა და სტუდენტებისა თუ მკვლევრებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნის მნიშვნელოვანი გზაა.