ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

სიახლეები

SHARE ON


2 October 2026

საქართველოს უნივერსიტეტმა ENHANCE-GSL პროექტის დასკვნით კონფერენციას უმასპინძლა

 

2026 წლის 29 სექტემბერს საქართველოს უნივერსიტეტმა (UG) უმასპინძლა ENHANCE-GSL პროექტის დასკვნით კონფერენციას — „ცოდნისა და საზოგადოების დაკავშირება: უნივერსიტეტების ცვალებადი როლი“.

კონფერენციას დაესწრო 100-ზე მეტი მონაწილე, როგორც ადგილზე, ისე ონლაინ ფორმატში. მათ შორის იყვნენ საქართველოს, სლოვაკეთის, ხორვატიისა და სიერა-ლეონეს უნივერსიტეტების, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ხარისხის უზრუნველყოფის ორგანოს წარმომადგენლები. ღონისძიებამ მონაწილეებს შესაძლებლობა მისცა, შეეჯამებინათ ENHANCE-GSL პროექტის მიღწევები, გაეზიარებინათ გამოცდილება და ემსჯელათ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და საზოგადოებას შორის თანამშრომლობის გაძლიერების გზებზე თემთან ჩართულობის (CE) და თემთან თანამშრომლობითი სწავლებისა (CEL) მიდგომების გამოყენებით.

მოხსენებების, დისკუსიებისა და პარტნიორი უნივერსიტეტების მიერ გაზიარებული წარმატებული პრაქტიკის მაგალითების საფუძველზე, მონაწილეებმა განიხილეს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და ადგილობრივ საზოგადოებებს შორის მდგრადი პარტნიორობის განვითარების გზები. კონფერენციამ ასევე ხაზი გაუსვა თემთან ჩართულობის უნივერსიტეტების სტრატეგიებსა და საგანმანათლებლო პრაქტიკაში ინტეგრირების მნიშვნელობას, რათა პროექტის შედეგები და გავლენა მისი დასრულების შემდეგაც შენარჩუნდეს.

მეტი ინფრმაციისთვის იხილეთ ვებგვერდი: https://enhance.ug.edu.ge/ 

 






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი