სიახლეები
არის თუ არა სიცოცხლე მარსზე? ამის დასადგენად 4 მარტს,მარსზე NASA-ს მარსმავალი დაჯდება. მარსმავლის ანალოგიური მოდელი საქართველოს უნივერისტეტის მხარდაჭერით, საქართველოშივე დამზადდება, კომპანია JPL-ის მიერ და ნამდვილი მარსმავლის დაჯდომის პროცესის პარალელურად მისი პრეზენტაცია გაიმართება, 1:1 მასშტაბით. ღონისძიება მსოფლიოში მხოლოდ 1 ქვეყანაში - საქართველოში, საქართველოს უნივერსიტეტის და UG ლიმესის ორგანიზებით ჩატარდება. ტრანსლაციის ნახვას, კოსმოსის ენთუზიასტები, საქართველოს უნივერსიტეტის facebook გვერდზე შეძლებენ, 4 მარტს, 04:00-საათზე.
ღონისძიების მონაწილეებს მიმართავს NASA-ს წარმომადგენელი. ტრანსლაციაში ჩართული იქნებიან NASA-ს წარმომადგენლები, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, საქართველოს უნივერისტეტის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სკოლის და რობოტიკისა და ელექტრონიკის აკადემიის - იუჯი-ლიმესის წარმომადგენლები.