სიახლეები
საქართველოს უნივერსიტეტსა და IT ინტეგრატორ კომპანია „ჯი-თი ჯგუფს’ შორის, პროექტ Future Generation-ის ფარგლებში, თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამიერიდან, საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, სტაჟირება ქვეყნის ერთ-ერთ მსხვილ კომპანიაში გაიარონ.
თანამშრომლობის მიზანია ქვეყანაში ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობა, ცოდნის თუ გამოცდილების გაზიარება და ერთობლივი პროექტების განხორციელება.
აღნიშნული შეთანხმების შედეგად, საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტები გაეცნობიან ტექნოლოგიების ინდუსტრიაში არსებულ ტრენდებს და მიიღებენ პრაქტიკულ გამოცდილებას.