სიახლეები
ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი MCERC-სა და საქართველოს უნივერსიტეტს შორის 25 იანვარს გაფორმდა. MCERC-ის მხრიდან მემორანდუმს ხელი მოაწერა ცენტრის თავმჯდომარემ მარიამ გერსამიამ, ხოლო უნივერსიტეტის მხრიდან რექტორმა კონსტანტინე თოფურიამ.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ განახორციელებენ ერთობლივ მიზნობრივ პროგრამებს/პროექტებს, დაგეგმავენ და განახორციელებენ კვლევით საქმიანობას, ერთობლივ კონფერენციებსა და პრაქტიკულ საგანმანათლებლო აქტივობებს, (მათ შორის სტუდენტების სტაჟირებას), შრომის ბაზრის მოთხოვნილებების ადეკვატური კადრების მომზადებისა და გამოვლენისკენ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს უნივერსიტეტის სოციალური მეცნიერებების სკოლის დეკანი ნათია კალაძე, ჟურნალისტიკისა და მასკომუნიკაციის დეპარტამენტის უფროსი ლელი ბიბილაშვილი, MCERC-ის გამგეობის წევრი მაია ტორაძე.