სიახლეები
14 იანვარს, Erasmus+ -ის პროგრამის ფარგლებში, ქ.ერევანში გაიმართა სასტარტო შეხვედრა თემაზე- „საქართველოსა და სომხეთში გარემოს უსაფრთხოების სასწავლო პროგრამების განვითარება“.
პროექტის მიზანია საუკეთესო ევროპული გამოცდილების გაზიარებით სომხეთსა და საქართველოში გარემოს უსაფრთხოების სფეროში ინოვაციური სამაგისტრო პროგრამების შექმნა.
ახალ კურიკულუმთან ერთად პროექტის ფარგლებში დაგეგმილია საგანმანათლებლო და კვლევითი ცენტრის ჩამოყალიბება, რომელიც ორიენტირებული იქნება სტუდენტური პროექტების განხორციელებაზე.
საქართველოს უნივერსიტეტის მხრიდან სასტარტო შეხვედრას ესწრებოდნენ მეცნიერებისა და ტექნოლოგიის სკოლის პროფესორები- ბ-ნ კახაბერ თავზარიშვილი და ბ-ნ ირაკლი ნოსელიძე.