ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

სიახლეები


SHARE ON


10 March 2020
საქართველოს უნივერსიტეტმა ჩიკაგოში გამართულ მედიაციის კონკურსში სპეციალური ჯილდო მიიღო

4-7 მარტს, საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლამ, სრული დაფინანსებით, მიიღო მონაწილეობა ჩიკაგოში გამართულ მედიაციის საერთაშორისო კონკურსში- “INADR 19th Annual International Law School Mediation Tournament-ში”. საქართველოს უნივერსიტეტმა კი „საუკეთესო მედიატორის პროგრამის“ ნომინაციაში გაიმარჯვა და შეჯიბრის სპეციალური ჯილდო აიღო. აღსანიშნავია, რომ  საქართველოს უნივერსიტეტს, როგორც INADR Mediate’19- International Mediation Competition-ის გამარჯვებულს სრულად დაუფინანსდა აშშ-ში, ჩიკაგოს შტატში გამართულ შეჯიბრებაში მონაწილეობის მიღება.

კონკურსში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სამართლის სკოლის 58 გუნდი მონაწილეობდა, უმრავლესობა - ამერიკული უნივერსიტეტების მედიაციის სწავლების დიდი გამოცდილების მქონე სამართლის სკოლებიდან.

გუნდის შემადგენლობაში იყვნენ UGLS-ის სტუდენტები: მარი შარაძე, მარიამ ფირცხალაიშვილი და ენრი აბულაძე, მწვრთნელები: ნატა სტურუა და ანა ხურციძე.

საქართველოს უნივერსიტეტი მადლობას უხდის გუნდის თითოეულ წევრს გაწეული შრომისთვის და მოტივაციისთვის.

სამართლის სკოლა სტუდენტებს აქტიურად აძლევს შესაძლებლობას: სამართლის, მედიაცის და არბიტრაჟის მიმართულებით, რაც შეიძლება ბევრ საერთაშორისო კონკურსში მიიღონ მონაწილეობა, სწორედ ეს განაპირობებს, რომ საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის გუნდი არაერთ საერთაშორისო შეჯიბრში საკმაოდ წარმატებით ასპარეზობს. კონკურსში მონაწილე სტუდენტებს სამართლის სკოლა ყველა ხარჯს უნაზღაურებს.






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი