სიახლეები
2024 წლის 19 აპრილს საქართველოს უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის ისტორიის დეპარტამენტის სტუდენტებმა, რომლებიც გადიან კურსს „ჰოლოკოსტი და გენოციდი ვიშეგრადის ქვეყნებში“ აღნიშნეს ვარშავის გეტოს აყანყების (1943 წლის 19 აპრილი - 16 მაისი) დაწყების დღე. მათ უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს დაურიგეს ყვითელი ნარცისები.
რატომ ნარცისები?
მარეკ ედელმენი (1919-2009), რომელიც აჯანყების ერთადერთი გადარჩენილი ლიდერი იყო, მეორე მსოფლიო მას ეს ნარცისები მიჰქონდა გეტოს აჯანყების მემორიალთან. 2013 წლიდან პოლონელი ებრაელების ისტორიის მუზეუმმა დაამკვირდა ტრადიცია, რომ 19 აპრილს პოლონეთში ადამიანები ყვითელი ნარცისებით მიაგებენ პატივს ვარშავის გეტოს აყანყებულთა ხსოვნას.