ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

სიახლეები


SHARE ON


19 November 2018
ტოლერანტობის კვირეული 2018

საქართველოს უნივერსიტეტში ტოლერანტობის საერთაშორისო დღის ფარგლებში, 12 ნოემბრიდან 16 ნოემბრის ჩათვლით, მორიგი ტოლერანტობის კვირეული გაიმართა.

კვირეულის განმავლობაში ყურადღება დაეთმო ცხოველთა უფლებებს, მოხუცთა უფლებებს, გარემოს დაცვის საკითხებს, აუტიზმის სპექტრს და სხვა აქტუალურ თემებს.

კვირეულის ფარგლებში საქართველოს უნივერსიტეტა უმასპინძლა შეხვედრებს სტუდენტებთან, საჯარო ლექციებს, ასევე ვესტუმრეთ ხანდაზმულთა პანსიონატს და გადავეცით სიმბოლური საჩუქრები.

ამასთან ერთად, საქართველოს უნივერსიტეტმა ქვეყნის მასშტაბით, გამოაცხადა ესეების კონკურსი - „რას ნიშნავს ტოლერანტობა?“, რომლის გამარჯვებულიც ჟიული შარტავას სახელობის სენაკის N2 საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლე გვანცა გუგუნავა გახდა, რომელსაც საქართველოს უნივერსიტეტმა სპეციალური პრიცი გადასცა.

აღსანიშნავია, ისიც რომ წელს პირველად ტოლერანტობის კვირეულის ღონისძიებებს შემოურთდა საქართველოს უნივერსიტეტის რეგიონული ოფისებიც, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით შვიდ სხვადასხვა დიდ ქალაქს მოიცავს.

საქართველოს უნივერსიტეტმა ტოლერანტობის კვირეულის ტრადიციას 2014 წელს ჩაუყარა საფუძველი, ნიშნად ჰუმანური და ტოლერანტული ღირებულებების პოპულარიზაციისა. ტოლერანტობის კვირეულის სლოგანია- „ტოლერანტობა თავისუფლებაა“






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი