სიახლეები
საქართველოს უნივერსიტემა 10-16 ნოემბრის ჩათვლით გამოცხადა ტოლერანტობის კვირეული, რომლის ფარგლებშიც ჩატარდა სამი კონკურსი. გამარჯვებულებს გადაეცათ ფულადი ჯილდო.
კვირეულის ოქროს სპონსორი გახლდათ ბაზისბანკი!
კონკურსის პირობები:
კონკურსი #1
კონკურსანტებს უნდა გადაეღოთ ფოტო, ტოლერანტობის თემატიკასთან დაკავშირებით, საკუთარი ფანტაზიის ფარგლებში. საუკეთესო ფოტოს ავტორსგადაეცემოდა ფულადი ჯილდო 150 ლარის ოდენობით, ხოლო მეორე ადგილის მფლობელს გადაეცა- 100 ლარიანი ფულადი ჯილდო.
კონკურსი #2
სტუდენტებს უნდა გადაიღოთ ვიდეო ტოლერანტობის თემატიკასთან დაკავშირებით, საკუთარი ფანტაზიის ფარგლებში. საუკეთესო ვიდეოს ავტორსგადაეცა ფულადი ჯილდო 150 ლარის ოდენობით, ხოლო მეორე ადგილის მფლობელს - 100 ლარიანი ფულადი ჯილდო.
კონკურსი #3
სტუდენტებს უნდა მოიფიქრებინათ სლოგანი ტოლერანტობის თემატიკასთან დაკავშირებით.
გამარჯვებული სლოგანის ავტორსგადაეცა ფულადი ჯილდო 100 ლარის ოდენობით. სტუდენტების მიერ გადაღებული ფოტო, ვიდეო და მოფიქრებული სლოგანი კვირეულის განმავლობაში გამოიყენებულ იქნა სხვადასხვა ღონისძიებებზე.
სტუდენტებს ნამუშევრები უნდა გამოეგზავნათ facebook-ის მესიჯის სახით, არაუგვიანეს 7 ნოემბრისა. ნამუშევარს უნდა ჰქონოდა მითითებული ავტორი, სათაური და საკონტაქტო ნომერი.