სიახლეები
საქართველოს უნივერსიტეტის, TOLES-ის სამართლებრივი ინგლისური ენის საერთაშორისო ავტორიზებული ცენტრი აცხადებს მიღებას სამართლებრივი ინგლისურის Foundation, Higher და Advance სასერტიფიკატო კურსებზე. TOLES-ის სერტიფიკატი, მსოფლიოში ერთადერთი საერთაშორისოდ აღიარებული სამართლებრივი ინგლისურის ენის ცოდნის დამადასტურებელი უვადო სერტიფიკატია.
სასერტიფიკატო კურსი მსურველებს შესაძლებლობას მისცემს, სიღრმისეული ცოდნა მიიღონ გაერთიანებულ სამეფოსა და აშშ-ში არსებული თანამედროვე სამართლის პრაქტიკულ ინგლისურში და ლათინური ლექსიკისა და ფრაზების შესაბამისი გრამატიკული ასპექტების შესახებ.
კურსდამთავრებული შეძლებს ეფექტურად აწარმოოს კომუნიკაცია ინგლისურ ენაზე სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, როგორც ზეპირად, ისე წერილობით.
კურსის ხანგრძლივობაა: 12 კვირა (კვირაში 2-ჯერ, თითო შეხვედრა - ორი საათი).
დაწყების თარიღია: 17 თებერვალი, 2025 წელი.
ლოკაცია: საქართველოს უნივერსიტეტის IV კორპუსი (მის: მ. კოსტავას 77ა).
სასწავლო კურსს უხელმძღვანელებს საქართველის უნივერსიტეტის ლექტორი, TOLES-ის მიერ სერტიფიცირებული, საერთაშორისო ბიზნეს-სამართლის სპეციალისტი - ცირა ჩორგოლიანი, რომელსაც აქვს სამართლებრივი ინგლისურისა და აკადემიური წერა/კვლევის 5 წლიანი სწავლების გამოცდილება, როგორც ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებთან, აგრეთვე, პრაქტიკოს იურისტებთან.
კურსის საერთო ღირებულებაა:
• TOLES Foundation (A2/B1) – 550 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში;
• TOLES Higher (B1/B2) - 650 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში.
• TOLES Advance (B2/C1) - 750 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში
შესაძლებელია თანხის გადანაწილება ორ ნაწილად.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგზავნეთ CV შემდეგ ელ.ფოსტაზე: toles_info@ug.edu.ge
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 2025 წლის 10 თებერვალი.
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდით ელ.ფოსტაზე: toles_info@ug.edu.ge ან დაგვირეკეთ: +995 514 01 08 30