სიახლეები
26 მარტს, საქართველოს უნივერსიტეტის დასაქმების ხელშეწყობის ცენტრმა უმასპინძლა ტრენინგს თემაზე- „CV, რომელიც დაგასაქმებს“.
ტრენინგის ფარგლებში განხილული იყო:
· რა მნიშვნელობა აქვს CV-ს სწორად შედგენას:
· როგორ შევადგინოთ CV სწორად;
· რა დეტალები უნდა გავითვალისწინოთ CV-ს შედგენისას და დამსაქმებელთან გადაგზავნისას;
· რა სახის ინფორმაციაზე გავაკეთოთ აქცენტი.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ღონისძიება გაიმართა ტრენინგების სერიების ფარგლებში- „5 ნაბიჯი დასაქმებისკენ“.
ტრენინგი ჩაატარა სს „ნიკორას“ კადრების შერჩევისა და დაქირავების განყოფილების უფროსმა, ქალბატონმა თამარ ჩხეიძემ.
ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი.