სიახლეები
10 ოქტომბერს, საქართველოს უნივერსიტეტმა დასაქმების ხელშეწყობის ცენტრის ორგანიზებით უმასპინძლა ტრენინგს თემაზე "კარიერული განვითარება".
ტრენინგი კრედო ბანკის HR მენეჯერმა ქ-ნ ნინო კევლიშვილმა ჩაატარა.
ტრენინგი მოიცავდა ეფექტური CV-ის შედგენას და სამუშაოს ძიების პროცესში დაშვებულ შეცდომებს.
ტრენინგი ინტერაქტიულ რეჟიმში გაიმართა. ასევე, განხილული იყო კონკრეტული მაგალითები, დამსწრეებმა მიიღეს ინდივიდუალური რჩევები.
შეხვედრის ბოლოს, ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი.