სიახლეები
2021 წლის 23, 24, 25 აპრილს საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლაში მედიცინის პროგრამის ლექტორებისათვის ჩატარდა ონლაინ ტრეინინგი “ აქტიური სწავლების თანამედროვე მეთოდის - PBL-ის (პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება) დიზაინი და მისი ინტეგრაცია მედიცინის სასწავლო პროგრამის სილაბუსებსა და კურიკულუმში“.
ტრეინინგს უძღვებოდნენ:
დანიელ სალსედო - საქართველოს უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი, ევროპის სამედიცინო განათლების ასოციაციის (AMEE) უმაღლეს ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სასწავლო კომიტეტის თანათავმჯდომარე, აგრეთვე, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) საერთაშორისო კონსულტანტი აზიაში ჯანმრთელობის პროფესიების განათლების სფეროში.
ელზა ნიკოლეიშვილი, პროფესორი, საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლის რეზიდენტურის მიმართულების ხელმძღვანელი.
მადლობა ჩვენს ახალგაზრდა, მოტივირებულ და პროფესიონალ გუნდს აქტიური ჩართულობისთვის. წარმატებები მათ ძალიან მნიშვნელოვან და ღირებულ საქმეში!