სიახლეები
12 დეკემბერს, საქართველოს უნივერსიტეტის დასაქმების ხელშეწყობის სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა ტრენინგების სერიის - „5 ნაბიჯი დასაქმებისკენ“ - რიგით III ტრენინგი თემაზე: „სამუშაო ადგილის ძიების ხერხები და ნეთვორქინგი“.
ტრენინგზე განხილული იყო შემდეგი საკითხები:
• ნეთვორქინგის მნიშვნელობა;
• სამსახურის ძიების წყაროები და ხერხები;
• დროის მენეჯმენტი;
• სამუშაოს ძიების დაგეგმარება.
ტრენინგი ჩაატარა სადაზღვეო კომპანია "ალდაგის" ადამიანური რესურსების განყოფილების წარმომადგენელმა.