სიახლეები
28 თებერვალს, საქართველოს უნივერსიტეტის ახალციხეში მდებარე სამცხე ჯავახეთის რეგიონულმა ოფისმა, ერთდღიან უფასო ტრენინგს - "მეწარმეობა და ინოვაციებს" უმასპინძლა.
ტრენინგის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია პროცესის შესახებ, რომელსაც სტარტაპი იდეიდან განხორციელებამდე გადის. ტრენინგს
საქართველოს უნივერსიტეტის ლექტორები და სტარტაპერები გაუძღვნენ. შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა.
აღსანიშნავია, რომ ტრენინგის ყველა მონაწილეს გადაეცა სპეციალური სერტიფიკატი.