სიახლეები
28 მარტს, საქართველოს უნივერსიტეტი ქალაქ გორს ესტუმრა, სასტუმრო Gori Inn-ში ჩატარდა ტრენინგი თემაზე "წარმატებული კამპანიები სოციალურ მედიაში", რომელსაც უძღვებოდა საქართველოს უნივერსიტეტის ციფრული მარკეტინგის მენეჯერი - ჯაბა ქურიძე.
შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეებმა ინტერაქციულ ფორმატში განიხილეს საუკეთესო, წარმატებული კამპანიები - სოციალურ მედიაში, რომელმაც მასობრივად მიიპყრო ადამიანების ყურადღება და საკუთარი შინაარსით იყო ძალიან დასამახსოვრებელი. განხილული იყო ის ფაქტორები, რითაც ახდენს მსგავსს გავლენას რეკლამა/კამპანია საზოგადოებაზე.
ტრენერმა, ჯაბა ქურიძემ დეტალურად ისაუბრა იმ ასპექტებზე რომლითაც ხდება კამპანიის დაგეგმვა და შემდეგ აღსრულება, ასევე განხილული იყო კამპანიის მართვის მნიშვნელობა და მასზე დაკვირვების შესაბამისი ხერხები.
შეხვედრის ფარგლებში, ჩატარდა საქართველოს უნივერსიტეტის შესახებ პრეზენტაციაც და მოსულ სტუმრებს დეტალურად მიეწოდათ ინფორმაცია უნივერსიტეტის 2025 წლის შეთავაზებების შესახებ.