სიახლეები
საქართველოს უნივერსიტეტის არქიტექტურის სტუდენტების გუნდის პროექტი - Triversal, რომელიც ელიავას ბაზრობის რეკონსტრუქციის დიზაინს წარმოადგენს, საერთაშორისო კონკურსის, TerraViva Competitions-ის ფინალისტი გახდა.
პროექტის ავტორები არიან საქართველოს უნივერსიტეტის არქიტექტურის დეპარტამენტის სტუდენტები გუკა წურწუმია, სალომე ჩილინგარაშვილი, თამარ შავაძე და ამავე უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები ნინა ავდალიანი და ივანე გვენცაძე.
TerraViva Competitions-ის მონაწილეებისთვის, რომლებიც მთელი მსოფლიოდან იყვნენ ჩართული კონკურსში, ელიავას ბაზრობის თემატიკა საინტერესო და მრავალფეროვანი აღმოჩნდა არქიტექტურული თვალსაზრისით. კონკურსის ორგანიზატორებმა საინტერესო ინიციატივის აქტიური მხარდაჭერისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადეს საქართველოს უნივერსიტეტს, რომელიც, ამავე დროს, კონკურსის პირველი პრიზის ფინანსური მხარდამჭერიცაა.