ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

სიახლეები


SHARE ON


19 April 2017
უფასო იურიდიული დახმარების ცენტრის პრეზენტაცია

19 აპრილს საქართველოს უნივერსიტეტში შედგა უფასო იურიდიული დახმარების ცენტრის პრეზენტაცია. სამართლის კლინიკა, ჟანა ჩიქოვანის ხელმძღვანელობით, მოქალაქეებს უწევს იურიდიულ კონსულტაციას, უზრუნველყოფს სასამართლოსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში საქმის განხილვაში წარმომადგენლობას და ადვოკატირებას. ცენტრში ჩართულნი არიან ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტები, რომლებიც ტრენერ-ადვოკატის ხელმძღვანელობით, უშუალოდ იღებენ მონაწილეობას სამართლებრივი დოკუმენტების მომზადებასა და კლიენტების წარმომადგენლობაში. საქართველოს უნივერსიტეტის უფასო იურიდიული დახმარების ცენტრი, კლიენტებს წარმოადგენს სამოქალაქო და ადმინისტრაციულ დავებში. იურიდული მომსახურება სრულიად უფასოა კლიენტებისთვის.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ სხვადასხვა ინსტიტუციის წარმომადგენლები, რომლებმაც თანამშრომლობის დიდი სურვილი გამოთქვეს. როგორც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარემ, გულიკო ზუმბაძემ, განაცხადა,სამომავლო თანამშრომლობის შესახებ შემოთავაზებული ინიციატივა საკმაოდ საინტერესოა და მოქალაქეები, რომლებიც სათანადო სახსრების არარსებობის გამო შესაბამისი ფასიანი იურიდიული კონსულტაციით ვერ სარგებლობენ და რომლებსაც ცალკეულ საკითხებზე სამართლებრივი კონსულტაცია ესაჭიროებათ, მნიშვნელოვან დახმარებას მიიღებენ.






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი