სიახლეები
13 სექტემბერს, საქართველოს უნივერსიტეტმა სტუდენტებს სპეციალურად მათთვის გამართულ Welcome Party-ის ღონისძიებაზე უმასპინძლა.
წლევანდელი welcome party - ის თემატიკა ბოჰემური სტილი იყო. ასევე, ღონისძიება დატვირთული იყო სხვადასხვა სახალისო აქტივობებით. აღსანიშნავია, რომ სტუდენტებმა ბოჰემური სტილის სამოსით და აქსესუარებით გარემოს განსაკუთრებული ხიბლი შესძინეს.
საღამოზე სტუდენტებს სიტყვით უნივერსიტეტის რექტორმა, ბ-ნ კონსტანტინე თოფურიამაც მიმართა და წარმატებული სასწავლო წელი უსურვა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს უნივერსიტეტის პარტნიორმა კლინიკა „ევექსმა“ ლოტოტრონის პრინციპით შერჩეულ ხუთ პირველკურსელს 600 ლარიანი სტიპენდია გადასცა.
Welcome Party საქართველოს უნივერსიტეტის ტრადიციაა, რომლის მეშვეობითაც უნივერსიტეტი პირველკურსელებს სწავლის დაწყებას ულოცავს.