სიახლეები
საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის გუნდი ჰონგ კონგის საერთაშორისო სავაჭრო პალატის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კომერციულ კონკურსში იღებდა მონაწილეობას და საუკეთესო 8 გუნდში მოხვდა.
ჰონგ კონგის საერთაშორისო სავაჭრო პალატის საერთაშორისო კომერციული მედიაციის კონკურსი 2019 წლის 12-15 ოქტომბერს მიმდინარეობდა. ამ 4 დღის განმავლობაში, მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტების სამართლის სკოლის სტუდენტები, ICC-ის მედიაციის წესების შესაბამისად ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს კომერციულ მედიაციაში და ფასდებოდნენ ამ სფეროს საერთაშორისო სპეციალისტების მიერ.