ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

სიახლეები


SHARE ON


13 April 2020
UG Startup Factory Accelerator- Batch 5

საქართველოს უნივერსიტეტის ინოვაციების ცენტრი, UG Startup Factory აქსელერაციის პროგრამას დისტანციურად განახორციელებს. ფაქტობრივად საქართველოში პირველი Online აქსელრატორია, რომელიც სტარტაპებს შესთავაზებს ყველა იმ სერვისს, რომელსაც ფიზიკური აქსელერაციის დროს სთავაზობდა.

სულ პროგრამაში მონაწილეობისთვის 40-მდე განაცხადი შემოვიდა, საიდანაც 16 სტარტაპი შეირჩა. UG Startup Factory აქსელერაციის პროგრამის ფარგლებში სტარტაპებს სთავაზობს: ტრენინგებს, მენტორულ მხარდაჭერას, პოტენციურ პარტნიორებთან შეხვედრებს, დაეხმარებას MVP-ს შექმნაში და სწორი ბიზნეს გეგმის შემუშავებაში.

Batch 5 -ის სტარტაპები საკმაოდ საინტერესო ინოვაციებით წარსდგნენ UG Startup Factory-ში.

აქსლერაციის პროგრამის ბოლო ეტაპია Demo Day, სადაც სტარტაპები თავიანთ პროდუქტს გააცნობენ ინვესტორებსა და სტარტაპ ეკოსისტემით დაინტერესებულ პირებს.

1. ტრანსპორტირება/ლოჯისტიკა- რაიდ შერინგის საზოგადოებრივი ტრანსპორტის პლატფორმა და აპლიკაცია.

2. ტრანსპორტირება/ლოჯისტიკა- თანამედროვე  ელექტროველოსიპედის წარმოება საქართველოში.

3. ლოჯისტიკა- დისრტრიბუციის პლატფორმა, იდეა გულისხმობს რესტორნებისთვის, სასტუმროებისთვის, კაფეებისთვის, ბაზრებისთვის, სასურსათო მაღაზიებისათვის, მომარაგების ეფექტურ პლატფორმას.

4. მედიცინა- სუნთქვის ტრენაჟორი სიგარეტის მოხმარების პრინციპებსა და მოდელზე დაფუძნებით,რისი მიზანიც არის რომ მწეველმა ადამიანება შეწყვიტონ სიგარეტის მოხმარება.

5. AI/მედიცინა- ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი ელექტრონული ფონეიდოსკოპი,რომელიც გამოავლენს გულის და რესპირატორულ დაავადებებს.

6. AI/მოდა- აპლიკაცია, რომელიც ადამიანს დაეხმარება ტანსაცმლის არჩევაში, ამინდის პროგნოზზე და დღის განწყობაზე დაყრდნობით. 

7. მოდა- აპლიკაცია რომლის მეშვეობითაც შეეძლება მომხმარებელს შექმნან საკუთარი დიზაინის მაისურები, წინდები და მრავალის ხვა პროდუქტი.

8. ონლაინ სერვისი- ონლაინ პლატფორმა,რისი მეშვეობითაც მომხარებელი შეძლებს დაჯავშნოს ნებისმიერი ტიპის სივრცე (ნებისმიერი მიზნით;ფოტოგადაღება,კონფერენციების მოსაწყობად, სამუშაო სივრცეები,სავარჯიშო სივრცეები და სხვა).

9. ონლაინ სერვისი- პლატფორმა, რომელიც საშუალებას მისცემს კომპანიებს/ფიზიკურ პირებს გაუზიარონ თავიანთი კვლევა დაინტერესებულ პირებს.

10. ონლაინ სერვისი- აპლიკაცია, ზოგე Zoge, რომელიც აერთიანებს ქსელური მარკეტების ყოველკვირეულ ფასდაკლებებს,რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს ყველა ტიპის ფასდაკლება იხილოს ერთ აპლიკაციაში.

11. გემიფიკაცია- ჯანსაღი საკვების მიწოდების პლატფორმა თამაშის პრინციპით.

12. ეკოლოგია- ურბანული გარემოს გაუმჯობესებისთვის მოდიფიცირებული ინოვაციური მწვანე სახურავები. 

13. მენეჯმენტი- სამეზობლო ანუ The Neighbourhood არის აპლიკაცია, რომელიც დაეხმარება ქალაქის მაცხოვრებლებს კორპუსის/ სადარბაზოს ხარჯების და მასთან დაკავშირებული სხვადასხვა აქტივობის მარტივად და კომფორტულად მართვაში.

14. ტურიზმი/კულინარია- სივრცე კულინარიული მასტერკლასებისთვის.

15. ტურიზმი- ფოტოს გადაღებისა და ბეჭდვის ინოვაციური აპარატი, რომელიც განლაგებული იქნება ქცეყნის ტურისტულ ადგილებში და მომხმარებლებს შესთავაზებს ფოტოს გადაღებასა და დაბეჭდვას ცნობილი ღირსშესანიშნაობების ფონზე;

16. წვრილი საყოფაცხოვრებო ტექნიკა- ChargeIn, რომელიც შეითავსებს ფაუერ ბანკისა და გადამყვანის ფუნქციას.






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი