სიახლეები
საქართველოს უნივერსიტეტის ინოვაციების ცენტრი- UG Startup Factory ბიზნესისა და ადმინისტრაციულ მეცნიერებათა სკოლასთან ერთად მორიგ პრე-აქსელერაციის პროგრამას იწყებს.
პრე-აქსელერაციის პროგრამა საუკეთესო შეთავაზებაა მათთვის, ვისაც სურს საკუთარი იდეა აქციოს რეალობად, მოიძიოს თანამოაზრეები და განავითაროს სტარტაპ იდეა. Startup Factory-ის პროფესიონალი გუნდი მომავალ სტარტაპერებს საკუთარ გამოცდილებას სხვადასხვა მიმართულებით გაუზიარებს: ეფექტური კომუნიკაცია, ხელშესახები პროდუქტის განვითარება, იდეის გენერირება, ბიზნეს მოდელის განვითარება და ა.შ.
აღნიშნული პროექტის მიზანია სტუდენტებს გააცნოს სტარტაპ კულტურა, დაეხმაროს მათ იდეების რეალიზებაში და მოამზადოს ისინი UG Startup Factory-ს 2 თვიანი სააქსელერაციო პროგრამისთვის, სადაც სტუდენტებს დაფინანსების მიღების შესაძლებლობა ექნებათ.
პრე-აქსელერაციაზე რეგისტრაცია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებისთვისაა ხელმისაწვდომი 16 სექტემბრიდან-25 სექტემბრის ჩათვლით. პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ შერჩეული კანდიდატები შეძლებენ.
რეგისტრაციისთვის გთხოვთ, გადახვიდეთ ბმულზე: https://rb.gy/kkzmlm
შეგახსენებთ, რომ საქართველოს უნივერსიტეტის ინოვაციების ცენტრი აქტიურად მუშაობს სტარტაპ კულტურის განვითარებაზე და ბიზნეს გარემოს გაჯანსაღებაზე.