ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

სიახლეები


SHARE ON


20 September 2018
UG Startup Factory-ის რიგით მეორე აქსელერაციის პროგრამა იწყება

15 სექტემბრიდან UG Startup Factory  სტარტაპ აქსელერაციის პროგრამაზე რიგით მეორე ნაკადის მიღებას იწყებს.

პროგრამა განკუთვნილია იდეის ეტაპზე მყოფი სტარტაპების განვითარებისთვის.

აქსელერაციის პროგრამისთვის სულ 10 სტარტაპი შეირჩევა.

პროგრამის მონაწილეებს ექნებათ წვდომა კომპანია Future Laboratory-ის საინვესტიციო ფონდთან, საიდანაც მოხდება საინტერესო სტარტაპების დაფინანსება აქსელერაციის შემდგომ.

პროგრამის ხანგრძლივობაა 2 თვეა, რომლის დროსაც მონაწილეები გაივლიან შემდეგ ეტაპებს:

იდეის ვალიდაცია და ტესტირება;

გუნდის ფორმირება;

ბიზნეს მოდელის ჩამოყალიბება;

MVP-ზე მუშაობა;

მომზადება ინვესტორებთან ფიჩინგისთვის;

დემო დღე პირველადი ინვესტიციის მისაღებად და პროდუქტის ფართო აუდიტორიისთვის გასაცნობად.

პროექტის მონაწილეები უზრუნველყოფილნი იქნებიან მუდმივი სამუშაო სივრცით UG Startup Factory-ის საერთო სამუშაო სივრცეში.

პროგრამის ფარგლებში შერჩეულ სტარტაპებს ჩაუტარდებათ:

OFFICE HOURS - შეხვედრები წარმატებულ სტარტაპებთან გამოცდილების გაზიარების მიზნით;

ტრენინგები და კონსულტაციები მათ საჭიროებაზე მორგებულ თემებზე;

მოსამზადებელი პროგრამა ინვესტორებთან შეხვედრისთვის;

ყოველკვირეული რეპორტინგისა და ბრეინსთორმინგის სესიები Startup Factory-ის გუნდთან.

სააქსელერაციო პერიოდი: 05/10/2018 - 05/12/2018

რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: https://bit.ly/2xnspXo

რეგისტრაციის ბოლო ვადა - 29 სექტემბერია.






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი