სიახლეები
საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა ცენტრის პროგრამის #შენიიდეაშენიგზაა და საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტის, ნინა ავდალიანის, იდეის ფარგლებში, 24 მარტს, უნივერსიტეტში სტუდენტების მიერ შესრულებული ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. სულ წარმოდგენილი იყო საქართველოს უნივერსიტეტის ოთხი სტუდენტის 37 ნამუშევარი.
გამოიფინა ნინა ავდალიანის, აკაკი უტიაშილის, ანი ტაბატაძისა და მარიამ გათიკოევას ნამუშევრები.
სტუდენტურ საქმეთა ცენტრი მადლობას უხდის ყველა ჩართულ მხარეს.